
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი უკრაინაში ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს იხსენებს და განსაკუთრებით კიევის პატრიარქ ფილარეტთან და უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებთან შეხვედრას გამოჰყოფს.
"უსათნოეს და უპატრიოტეს პატრიარქთან ფილარეტთან შეხვედრა ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება, არ დამავიწყდება მისი სიტყვები, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებენ, იმიტომ რომ მართლები არიან და ღმერთი მართალის მხარეს არის ყოველთვის...
მაგრამ ყველაზე დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ წილად მხვდა ბედნიერება გამეცნო და გავსაუბრებოდი ჩვენს საამაყო გმირ ბიჭებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დღეს იცავენ უკრაინას და ამავე დროს საქართველოს რუსი აგრესორისგან. ის ფაქტი, რომ როდესაც უკრაინაში შენი ქართველობის გამო პატრიარქიდან დაწყებული უბრალო გამვლელით დამთავრებული, უდიდესი მადლიერებით და სიყვარულით გეპყრობიან და სიამაყის ცრემლებით გევსება თვალები,სწორედ ამ გმირი ბიჭების დამსახურებაა.
მინდა კიდევ ერთხელ და ათასჯერ მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ბიჭებს, მინდა იცოდნენ, რომ ისინი ყოველთვის ჩვენს გულებში არიან, ყოველთვის გვახსოვს, გვიყვარს და ვლოცულობთ მათზე!
გამარჯვება, ჯანმრთელობა და სახლში მალე დაბრუნება მინდა ვუსურვო ჩვენს მებრძოლებს და მათთან ერთად ყველა მეომარს, ვინც დღეს რუსეთის აგრესიას ებრძვის!", - წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქზე".