
მცირე ბიზნესის "დაკრიშვასთან" ბრძოლის პროცესში აუცილებელია განადგურდეს შუალედური რგოლი - ისინი, ვისთანაც მიაქვთ ფული ქვედა რგოლის კორუმპირებულ სამართალდამცავებს, რომლებიც უშუალოდ ძარცვავენ ბიზნესს.
ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, ხატია დეკანოიძემ: „შუალედური რგოლის ხელმძღვანელებს გარკვეული "წილი" სულ ზევით მიაქვთ. წმენდის დაწყება ზემოდან - რთულია, ქვემოდან - არც ისე ეფექტური. შუალედური რგოლის ამოგდება მე ყველაზე სიცოცხლისუნარიან სცენარად მესახება. და ყველაზე ეფექტურადაც", - მიიჩნევს დეკანოიძე.
ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის სიტყვებით, ამ მეთოდმა თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა კიევში: "თითქმის ყველა რაიონული განყოფილებისა და კიევის პოლიციის უფროოსიც ახალი კადრია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრმა კლანმა - კრიმინალურმა, ეკონომიკურმა და ჩინოვნიკურმაც უბრალოდ, არ იცის, ქრთამით ვისთან მივიდნენ, როგორც ადრე იყვნენ მიჩვეულები“ - ამბობს დეკანოიძე.