ინგა გრიგოლია: დღეს „მაესტროზე“ „იმედიზაციის“ პროცესი მიდის

Image

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "მაესტროში" "იმედიზაციის" პროცესი მიმდინარეობს, ხოლო პრემიერმინისტრი ამ ამბებში ცუდად გახვიეს. 

 

ირაკლი რუხაძე რომ არ ეხსენებინათ ძმებ გაჩეჩილაძეებს, მე თვითონაც ჩავთვლიდი, რომ ეს იყო დამფუძნებლებს შორის არსებული კონფლიქტი წილების თემაზე და ამის მოგვარების მცდელობა, მაგრამ ისეთი ფული დაასახელეს გაჩეჩილაძეებმა, რომელმაც მე კითხვები კი არ გამიჩინა, პირდაპირ დავასკვენი, რაც ხდება.

 

თავიდანვე „იმედმა“ რომ იყიდა 5 მილიონით „მაესტროს“ სარეკლამო დრო, უკვე ცხადი იყო ეს გავლენები, მაგრამ დღეს, როცა ღიად გამოდის გია გაჩეჩილაძე და ამბობს, რომ ირაკლი რუხაძემ ასესხა ფული, ეს არ მესმის. ფულს საქართველოში არავინ გასესხებს, თან მილიონებს! არავინ ჩადებს მილიონებს ისე, უბრალოდ, მედიაში.

 

პატარა ბავშვი ვინც არ არის, ყველა მიხვდება, რომ ეს არის „იმედიზაციის“ პროცესი. ჯერ იყიდეს სარეკლამო დრო რუხაძემ და „იმედმა“ და ახლა უკვე მთავარი მეწილეებისთვის, ვინც ედავება გოგელიასა და ასათიანს, დიდი ფულიც გაიღეს. მე ძალიან მიყვარს და ვმეგობრობ გაჩეჩილაძეებთან, მაგრამ ირაკლი რუხაძე არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც იყო მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, როდესაც დახურეს „რეაქცია“.

 

ირაკლი რუხაძეს მე პირადად ვიცნობ და არ დავიწყებ ბევრი სხვა რამის მოყოლას. ის პატარკაციშვილების ქონების განმკარგავია. მე მას კარგად ვიცნობ და არ ვთვლი საჭიროდ, რომ ჩვენი შეხვედრის დეტალებზე პრესით ვილაპარაკო. მასთან ბევრი საქმიანი საუბარიც მქონია და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ამ კაცმა დახურა „რეაქცია“. აქედან გამომდინარე, საერთოდ კითხვის ნიშანი არ მაქვს, ჩაერევიან თუ არა ისინი „მაესტროს“ დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩაერევიან!", - ამბობს ინგა გრიგოლია.

 

შეკითხვაზე, დასრულდა თუ არა "მაესტროს" თავისუფლება უკვე, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი პასუხობს, რომ ჯერ არ დასრულებულა:

 

"როგორც ვიცი, შენობა მაკასია, აპარატურა მაკასია, საერთოდ როგორ უნდა შევიდნენ და როგორ უნდა იმაუწყებლონ. ამ წუთისთვის რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ლევან გაჩეჩილაძე, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, თუმცა ერთი ვიცი, ირაკლი რუხაძის გამყარებული ფულით, რა წამსაც შეიცვლებიან იქ მაკონტროლებლები, იმ წამს დასრულდება მაესტროს თავისუფლება. ამას ვლაპარაკობ საკუთარი გამოცდილებიდან.

 

მე როდესაც „რეაქცია“ დამიხურეს, მაშინვე ვთქვი, არსებობს თემები, რომელთაც ბოლომდე მივყვები-მეთქი. „მაესტროში“ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არის იგივე მედიის გაკონტროლების ამბავი, რასაც შეეწირა „რეაქცია“ – ვაჭრობისა და გაკონტროლების ამბავი...", - ამბობს ინტერვიუში ინგა გრიგოლია. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !