
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე "საქენერგოს" ყოფილი შენობა იწვის. შენობაში ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა ერთერთ დარბაზში მოზარდები ქორეოგრაფიის გაკვეთილზე იმყოფებოდნენ.
"საქენერგოს" ყოფილ შენობაში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელოსბის ბავშვთა ქორეოგრაფიული სასწავლებელია გათავსებული, სადაც ჯამში 350 მოზარდი დადის. შენობიდან მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა, რამდენიმე წუთში მოსულმა სამაშველოს სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება მალევე მოახერხა. ამჟამად სიტუაცია სტაბილურია, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.