
ამ წუთებში ხანძარია თბილისში, თენგიზ აბულაძის ქუჩაზე. როგორც თვითმხილველებისგან გახდა ცნობილი, "არქი ჯგუფის" ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი იწვის.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ადამიანები არ დაშავებულან, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ადგილზე სამაშველო სამსახურის მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.
ეს საცხოვრებელი კორპუსი ვაკეში, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ, მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე, "აქსის თაუერის" სიახლოვეს მდებარეობს.