
ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქ სერგაჩში შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა: 3 წლის ბავშვის მთვრალმა დედამ და მისმა მეგობრებმა გოგონა, პრაქტიკულად, ფრენბურთის ბურთის ფუნქციით გამოიყენეს: მათ აივანზე თოკი გააბეს და ბავშვს ერთმანეთს უგდებდნენ.
ეს სახიფათო და საზარელი გართობა მეზობლებმა გვერდითა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან შენიშნეს და პოლიციაში დარეკეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა.