-
2016-04-27 09:32
რუსთავი-2-ის გადაცემა "არჩევანში" ნაჩვენებ შიმშილობისთვის განწირულთა შორის ერთერთ უმძიმეს დღეში მყოფი მოხუცი ქალბატონიც იყო ნაჩვენები, რომელიც ბაღდათში, ფარღალალა ქოხში ცხოვრობს და სოციალური დახმარება მოუხსნეს, რადგან სახლში სამადლოდ ნაჩუქარ ათამდე წიწილს ზრდიდა, რაც საოჯახო ბიზნესად ჩაუთვალეს.

"აფხაზეთის ხმა" შეგახსენებთ, რა დაპირებები გასცეს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ბაღდათში "ქართული ოცნების" ლიდერებმა და პირადად ბიძინა ივანიშვილმა.
წინასაარჩევნო მიტინგი "ოცნებამ" ბაღდათში 2012 წლის 12 აგვისტოს გამართა. ადგილზე იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, არჩილ კბილაშვილი, გუბაზ სანიკიძე, კახა კალაძე, ელისო ჩაფიძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კიკნაველიძე და სხვები.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იმდღევანდელი სტუმრობა დიდგორობას დაემთხვა და რომ თუკი 1121 წელს საქართველოს მთავარი მტრები თურქ-სელჩუკები იყვნენ, დღეს ქვეყნის მტერი უმუშევრობა და დაძაბული სოციალური ფონია, რის აღმოფხვრასაც ის ბაღდათელებს დაჰპირდა.
ტყიბულის მაშინდელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა და არა ისეთი, როგორ ვირტუალურ რეალობასაც "რუსთავი-2" და "იმედი" წარმოაჩენენ.
ბაღდათში "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დახვედრა და მოსახლეობის დამოკიდებულება იხილეთ ამ ვიდეოში.
ელისო ჩაფიძის კომენტარი ბაღდათის წინასაარჩევნო მიტინგის შემდეგ იხილეთ ამ ვიდეოში.
"მეცხრე არხის"-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი ბაღდათში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლაზე - ამ ვიდეოში.
მასალას თან ერთვის ფრაგმენტი გადაცემიდან "არჩევანი" (რუსთავი-2), სადაც შიმშილობისთვის განწირული ბაღდათელი მოხუცი ქალბატონია ნაჩვენები.