
9 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საზეიმოდ გახსნილი სტალინის ბიუსტი ვარდისფრად გადაღებეს. შეღებილი სტალინის ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა. ბიუსტი ატენში ადრეც არსებობდა, თუმცა, დაზიანდა და ადგილობრივმა მცხოვრებმა აღადგინა, რის შემდეგაც მისი გახსნა 9 მაისს დაამთხვიეს.
სტალინის ბიუსტის ვარდისფრად შეღებვის ინიციატორები ლოლა ლომიძე და ბესო ლორია არიან. ლოლა ლომიძე სტალინის ახალაღმართული ძეგლებისა თუ ბიუსტების ვარდისფრად გადაღებვით ორი წლის წინაც გამოირჩეოდა, როცა საქართველოს უმეტესწილ მუნიციპალიტეტებში "დიდი ბელადის" ამგვარმა "გაცოცხლებამ" მასობრივი ხასიათ6ი მიიღო.
"9 მაისს სოფელ ატენში საზეიმოდ გაიხსნა სტალინის ძეგლი. იმავე ღამეს, ასევე საზეიმოდ, გადაიღება ვარდისფრად", - წერს ლოლა ლომიძე.