-
2016-04-27 04:43
"რომელიღაცის (თბილისის ან ბათუმის ბოტანიკური ბაღის, - რედ.) გასხვისებას აპირებდა, რაღაც გეგმები ჰქონდა, რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა, აირჩიე, რომელი გინდაო..." - ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთაგან ერთის პრივატიზებას აპირებდა, თავად კი უარი თქვა შეთავაზებაზე.
"მე ვუთხარი, როგორ ვიკადრებ, რომ ბოტანიკური ბაღი გავითავისო", - ამბობს ერთერთ ინტერვიუში ყოფილი პრემიერი. შეგახსენებთ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბიძინა ივანიშვილს თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 40.000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადასცა, რასთან დაკავშირებითაც ბოტანიკური ბაღის დირექტორმა განაცხადა, რომ ჩუქება კი არა გაცვლა მოხდა და რომ ეს გაცვლა მომგებიანი იყო ბოტანიკური ბაღისთვის.