
დიდ ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 413 ადამიანი დაიღუპა
- 2020-04-26 21:02
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 413 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთი დაბალი სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.