გია ბარამიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს, არ ადასტურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს, არ ადასტურებს.

როგორც გია ბარამიძემ, განაცხადა სულ ახლახანს, დასრულდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „გოლოსთან“.

„ჩვენ ნამდვილად ვერ დავადასტურებთ აღნიშნულს, ვინაიდან ამის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. ეს ასე რომ იყოს, მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ დამალავდა და გადაწყვეტილებას ცხადია, საზოგადოებას აცნობდა.ხოლო რასაც დაგიდასტურებთ და რაც ნამდვილად მოხდა არის ის, რომ სულ ახლახანს დამთავრდა უკრაინის პარლამენტში, რადაში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ფრაქცია „გოლოსთან“. ეს პარტია ფორმალურად არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, მაგრამ საკმაოდ რეფორმატორულად განწყობილი დეპუტატთა კორპუსი ყავს. ამ შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულ, კარგ და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ბევრია ახალ პოლიტიკოსებში ისეთი, ვისაც უკრაინაში რეფორმების განხორციელება უნდა, მაგრამ ასევე ბევრი არის, ვისაც ეს არ აწყობს. ამიტომ არის, რომ უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებელია, მაგრამ იმ კორუფციის ჭაობშია, რომელშიც ჩვენ ვიყავით. უკრაინაში ძალიან ბევრი ოლიგარქია, ოლიგარქიული სისტემაა და ეს პოლიტიკური თუ ფინანსური ელიტა ხეირობს ამ სიტუაციით და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ამ ძალებისგან არის უზარმაზარი. ამიტომ სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც ახლა მიშას ხშირად ეძახიან, პოლიტიკური „ბულდოზერი“, რომ ეს კორუფციული სისტემა გაიწმინდოს და ბუნებრივია პირველი ბრძოლა სწორედ ახლა გაიმართება“,- განაცხადა გია ბარამიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი მოლოდინები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, ბარამიძე პასუხობს, რომ „თუ ზელენსკი აქტიურად ჩაერთვება ამ საქმეში, სააკაშვილის კანდიდატურა გავა“.

„თუ თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არ ჩაერთნენ, ისე აზრი არ აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის იქ ვიცე-პრემიერად წასვლას იმიტომ, რომ ეს ბრძოლა უნდა იყოს ყველას მხრიდან ერთნაირი, პირველ რიგში ზელენსკის მხრიდან. ეს უმთავრესად მისი პასუხისმგებლობაა და მერე არის პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ამიტომ ყველამ უნდა მოინდომოს. მათ შორის ძირითადმა დასაყრდენმა, მათმა გუნდმა პარლამენტში, თორემ მარტო სააკაშვილის მონდომება და უნარები არ ეყოფა ამ საქმეს. თუ არ ჩაერთო პრეზიდენტი ზელენსკი მე თვითონ ვურჩევდი სააკაშვილს, რომ ახლავე დაანებოს მაგ ამბავს თავი. თუ ჩაერთვება ზელენსკი ბოლომდე და სრულფასოვნად, დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის კანდიდატურა გავა“,-აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბულგარეთის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდათ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

>>>

სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. როგორც "აფხაზეთის ხმას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე - იქ, სადაც „ნაცმოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას

იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

>>>

კახა კალაძე სააკაშვილზე - მინიმუმ უხერხულობას ქმნის, როცა ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებულია ძალიან მძიმე ბრალდებებით

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უხერხულობას ქმნის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა ცდილობს მაღალ თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანაში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული ადამიანი დანიშნოს მაშინ, როდესაც საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პენსიის ინდექსირების წესის შესახებ პაკეტს წარადგენენ, რომლითაც 70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 25 ლარით გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე დღეში წარუდგენს პარლამენტს პენსიის ინდექსირების წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება. მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა თუ რას გულისხმობს პენსიის ინდექსაცია და ამასთან აღნიშნა, რომ ძალაშია პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის 30 ლარით მატება.

>>>

თენგიზ ცერცვაძე - სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, ეს დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობის ტაქტიკა და პაციენტების მოვლაც სწორია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, მიუთითებს, რომ საქართველოში მკურნალობისა და პაციენტების მოვლის ტაქტიკა სწორია.

>>>

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 62 წლის მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.

>>>

აგრარული ბაზრები, რომლებიც შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ

ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ,- ამის შესახებ დღეს გამართულ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.

>>>

ექიმების უმრავლეს შემთხვევაში დაინფიცირება სამუშაო ადგილებზე არ მომხდარა

ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !