
პარლამენტის სხდომაზე ეკა ბესელიას რეპლიკაზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ის რაც მისი პოლიტიკური წარსულია და რაც ეკა ბესელიას წამოსაძახებელი ფაქტი ჰგონია, არის მისთვის საამაყო მომენტი.
„მე და თქვენ პარტნიორები ვერასდროს ვერ ვიქნებით, მე ერთადერთ ბიზნეს პარტნიორს ვიცნობ თქვენსას, ნანა კაკაბაძეს, რომელთან ერთადაც თქვენ პოლიტპატიმრების საეჭვო სია შეადგინეთ,“- მიმართა ნადირაშვილმა ბესელიას.