მამუკა ჭელიძე - ბათუმში, შსს-ს და ამერიკის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია 40 კილოგრამი ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონ დოლარს აჭარბებს

Image

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს , - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ ჰეროინი შემოიტანა და ევროპაში გატანას გეგმავდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ერთობლივი სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი-ჰეროინი. სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მლნ. დოლარს აჭარბებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ, რომელთა დაკავების ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოში წინა წლის მარტის თვეში უკანონოდ გადმოზიდა მსუბუქ ავტომობილში, სპეციალურად გამზადებულ სამალავში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ბათუმში დროებით საცხოვრებელ ბინაში განათავსა, საიდანაც აორგანიზებდნენ ცენტრალურ ევროპაში მის გადაზიდვას. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენა”, - განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !