ნათია თურნავა - ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა.

>>>

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე სამი ახალი პაციენტი დაემატა, რომელთა ოჯახის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე, 13 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.

>>>

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლნისში - 2

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამურად, ქალაქში 38 ადამიანია დაინფიცირებული. შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ქვემო ქართლში ვირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.

>>>

თეთრიწყაროში დღეს 170 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინდელის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - აღნიშნულის შესახებ  თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ განაცხადა. როგორც ქორიძე განმარტავს, გუშინ მათ მხარეში ეპიდემიოლოგებმა მთელი დღის განმავლობაში იმუშავეს და დღეს უკვე, დაახლოებით, 170 ტესტის პასუხს ელოდებიან.

>>>

პრეზიდენტი - ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა, უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება

ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

>>>

ფოთში 23 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 23 სამედიცინო პერსონალს და ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ორივე პაციანტი ბავშვია და ისინი ,,ცხელების კლინიკაში“ რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს.

>>>

ნათია თურნავამ სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

>>>

კახა კალაძე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალი კორონავრუსის პრევენციის თვალსაზრისით თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ.

კალაძის თქმით, ახალ კორონავირუსთან ერთად შესაძლოა, ცხოვრება მოგვიწიოს, ხოლო ვაქცინის გამოგონებამდე დისტანციის დაცვა და შესაბამისი რეკოემენდაციის გათვალისწინება აუცლებელია.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას, მაშინ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანპორტი,როდესაც დარგის სპეციალიტსების მხრიდან მითითებები გაკეთდება. რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქლაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.საზოგადოებრივ ტრანსპირტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !