დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ჯგუფის კრიტიკულ შეფასებას ეხმაურება, მას ცილისმწამებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდება ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას, რაც მიუღებელია.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

>>>

ივანე მაჭავარიანი - რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, არ არის მაღალი თანხა - მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩნელებისთვის 200 ლარიანი დახმარება არ არის მაღალი თანხა. არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. როგორც ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა.

>>>

ნათია თურნავა - უკვე 400-ზე მეტი კომპანია შევამოწმეთ, მათ შორის 70-მდე არის ონლაინ კომპანია

ჩვენ უკვე 400-ზე მეტი კომპანია შევამოწმეთ და მათ შორის არის 70-მდე ონლაინ კომპანია, - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დაიწყო თუ არა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება და რა კრიტერიუმებით მოწმდებიან ისინი.

>>>

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2027 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2027 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2027 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0173 შეადგინა.

>>>

პრემიერი სააკაშვილზე - საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება

საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობა.

>>>

ეკატერინე ტიკარაძე - ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით არ დარჩება, მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ

ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც არ დარჩება ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით, არამედ მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ და შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ის არაფარმაცევტული ღონისძიებები, რომლებიც არის მოწოდებული მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

>>>

კახა კალაძე - მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესსექტორს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული და კრიზისული მდგომარეობიდან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მხარს უჭერს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. როგორც მან გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, თბილისის მერიას მზად აქვს იმ ოჯახების სრული ბაზა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. კალაძის თქმით, მერია მზად არის ამ პროექტის გატარების პროცესში მენეჯმენტი განახორციელოს.

>>>

გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

>>>

გიორგი გახარია - როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შედგომი გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა: სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. პირველი სამი წესი სავალდებულოა, მე-4 - რეკომენდირებული.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !