
ბოლნისში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID 19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლნისში ინფიცირების წყარო ცნობილია, ეს არის იმ ოჯახური კლასტერების გაგრძელება, რომელიც აქამდე იქნა დადასტურებული.
,,უკვე საკარანტინე რეგულაციებია არა მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში, არამედ იმ სოფლებშიც, სადაც კოვიდ ინფიცირების ფაქტებია. დადგენილია კონტაქტები და აქ ნაკლები რისკია იმიტომ, რომ ჯაჭვი ვიცით და წყაროც ცნობილია.
მუდმივ რეჟიმში მუშაობენ ეპიდემიოლოგები და ტარდება ტესტირებები. ანუ, მიზნობრივი ტესტირებები ნიშნავს იმას, რომ სადაც მომეტებული რისკ-ჯგუფებია, იგივე სამედიცინო პერსონალი, პოლიცია, ის კავშირები, რომლებიც გარეთ ვართ და კომუნიკაციაში ვართ, დადგენილი კონტაქტები, ანუ ოჯახური, ნათესაური და მეზობლური და ა.შ. ეს პროცესი არის მუდმივ რეჟიმში და ძალიან დიდი რაოდენობის ტესტრირებები ტარდება. მასშტაბიც გაზრდილია იმ საკვლევი მასალის, რაც მიდის ლაბორატორიაში“,-აცხადებს რეხვიაშვილი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 128 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 18 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა.