
ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსს კიდევ 228 ადამიანი ემხვერპლა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული დღიური სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 23 190 შეადგინა. ამასთან, ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 225 000-ს გადააჭარბა.
ესპანეთში ვირუსისგან 98 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 9 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა ქვეყანაში გარკვეული ზომების შემსუბუქება დაიწყო. 6-კვირიანი პაუზის შემდეგ, 26 აპრილიდან, 14 წლამდე ბავშვებს მშობლების თანხლებით, ერთი საათით სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში გასეირნების ნება დართეს.
ესპანეთი, Covid-19- ით ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.