
თენგიზ ცერცვაძე - დღეს ჭარბობს აზრი, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ კარგია - არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ამ პრეპარატს მიიღებს
- 2020-04-30 22:48
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ.