შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

>>>

პაატა იმნაძე - სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით

დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 746-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის კიდევ 81 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 1 746 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსისგან 833 პაციენტი განიკურნა, გარდაცვლილია 28 ადამიანი. 885 პაციენტი ამჟამად მკურნალობას გადის.

პაატა იმნაძე - ბოლო 24 საათის განმავლობაში 822 ტესტი გაკეთდა, საიდანაც კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა და მათგან 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

>>>

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

>>>

პატრიარქი - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია დიდ გასაჭირშია, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

>>>

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში Covid-19-ის თანმდევი გართულებებით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 1925 წელს დაბადებული ქალია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.

>>>

მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა საშუალო პნევმონიით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკას ბოლნისის კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა, რომელსაც პნევმონია აქვს.

>>>

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პირს დაუდგინდა, რომელიც თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !