
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და“ ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრიან“.
როგორც გოცირიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, მმართველ გუნდს სურს ეს პროცესი ოპოზიციას გადააბრალოს, რის გამოც, ისინი ოპოზიციას კრიტიკასაც კი უკრძალავენ.
„ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა, ერთი თვით დააგვიანა ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყება და დღესაც არ არის იმ ზომით, რაც არის საჭირო ამ ვითარებაში. რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და ახლა ღვრიან ნინგის ცრემლებს. უნდათ ეს პროცესი გადააბრალონ ოპოზიციას, კრიტიკასაც კი უკრძალავენ და მორალურ ტერორს ეწევიან. თურმე, მათი შეცდომის გაკრიტიკება და მხილება არ შეიძლება. დღესაც, საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა სწრაფი ტესტების ჩატარების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამრავი ადამიანი, რომელიც ვირუსის მატარებელი და გადამცემი არის გამოუვლენელი. ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა, მათი შეცდომა. შეცდომას უნდა აღიარება და არა ჯიუტად იმის მტკიცება, რომ ტესტები პანაცეა არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.