რუსთავი-2 რუსთაველზე გადის - შენობასთან აქცია შეწყვეტილია

Image

"დღეს არ არსებობს საშიშროება, რომ “რუსთავი 2”-ში რამე მოხდება, მხარდამჭერებს კი 12 მარტს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოვუწოდებთ", - ეს განცხადება "რუსთავი-2"-ის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს და აქცია დროებით შეწყვიტეს.

 

ამ გადაწყვეტილების მიღება სტრასბურგის ევროსასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც "რუსთავი-2"-თან დაკავშირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

 

როგორც ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებული წესით შეისწავლის "რუსთავი-2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს იწყებს. გეგმა შეთანხმებულია ოპოზიციურ პარტიათა სპექტრთან, რომელთა წარმომადგენლებსაც ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ შეხვდა.

ნიკა გვარამიამ ახალი საპროტესტო აქციების დაწყება საგანგებო ბრიფინგზე დაანონსა. მისი თქმით, 12 მარტს, 14:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არხის სახეები.

 

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "რუსთავი-2" შეშფოთებით აღიქვამს ყველანაირ საუბრებსა და განცხადებებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის პროცესის უკან შექცევის შესახებ.

 

საპროტესტო აქციების გეგმას მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც 9 პოლიტიკური გაერთიანება შედის.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !