გიორგი ცერცვაძემ მხარდამჭერებს მადლობის წერილი გამოუგზავნა

Image

უკრაინაში დაკავებულმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ცერცვაძემ, რომლის რუსეთში შესაძლო ექსტრადირების საკითხი კიევის სააპელაციო სასამართლომ 26 იანვარს უნდა განიხილოს, საქართველოში მის მხარდამჭერებს მადლობის წერილი გამოუგზავნა.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერს. იმედი მაქვს, უკრაინა არ გადასცემს ჩემს თავს ჩვენს საერთო მტერს და მე მექნება საშუალება, ვებრძოლო ჩვენს მტერს“ - წერს გია ცერცვაძე. წერილი "ფეისბუქზე" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გამოაქვეყნა. 

 

დღეს გიორგი ცერცვაძის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური ქმედებების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა შსს-ს შენობასთან, ორთაჭალაში. აქციის ინიციატორი ენმ იყო. მსგავსი საპროტესტო აქციები 23 იანვარსაც ჩატარდა თბილისში, კანცელარიასთან და უკრაინის საელჩოსთან. აქციები "ფეისბუქზე" სპონტანურად დაიგეგმა. 

 

შეგახსენებთ, უკრაინის ატო-ს ზონაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი წევრი, საქართველოსთვის ერთიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე 1992 წლიდან - ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ინტერპოლის ძებნილის სტატუსით, 15 იანვარს, კიევის აეროპორტში დააკავეს.

 

რუსეთი მის ექსტრადირებას ითხოვს და 2003 წელს სოჭში მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. გიორგი ცერცვაძის ადვოკატი აცხადებს, რომ სინამდვილეში 2003 წლის კრიმინალური საქმე ფაბრიკაციაა, ხოლო რუსეთი გიორგი ცერცვაძეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და უკრაინაში, მოხალისის სტატუსით, ატო-ს ბრძოლებში მონაწილეობის გამო სდევნის.

 

უკრაინამ საქართველოს მოქალაქე, შესაძლოა, რუსეთს არ გადასცეს, თუ ატო-ში მისი მონაწილეობა დადასტურდება. გიორგი ცერცვაძის თემა საქართველოში აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ჯერ "ფეისბუქზე", ხოლო კვირას "პოსტსკროპტუმისთვის" ნოდარ მელაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში დეტალები გახდა ცნობილი.

 

კერძოდ, მონაცემების მიხედვით, რასაც ცერცვაძის უკრაინელი ადვოკატიც ადასტურებს, ქართულმა მხარემ რუსეთს მიაწოდა ყველა პერსონალური მონაცემი ცერცვაძის შესახებ, რაც მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ბაზაშია დაცული.

 

cercva-werili.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !