არანაირი მილიონი ხე ქალაქს არ მიუღია, მიიღო მილიონი გამხმარი ჯოხი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა დენდროლოგიურ პარკთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარიას სიტყვებს "საზოგადოებრივი" ცირიტებს.
"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყო - ბიძინა ივანიშვილი დღეს კახა კალაძის დედაქალაქის მერად წარდგენასაც არ დასწრებია.
"განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მთაწმინდის პარკში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ენმ-ს დამფუძნებელმა და უკრაინის ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავის გადაცემაში Інша Україна(სხვა უკრაინა) სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პეტრო პოროშენკო, იანუკოვიჩის მთავრობაში ყოფნის დროს, ოკუპირებულ აფხაზეთთან ვაჭრობდა და მას "ბოგდანის" მარკის ავტობუსების პარტია მიაწოდა.
"რუსთავი-2-ის" გენდირექტორი ნიკა გვარამია მის მიმართ ბოლო დღეებში გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ზაალ უდუმაშვილის მხარდაჭერის გამოხატვას არ ერიდება.
"ასეთი შეურაცხყოფილი, მიგდებული და ბედის ანაბარა მიტოვებული თბილისი მე არ მახსოვს", - ამბობს ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გაზეთ "ქრონიკა პლუსთან" ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების თარიღი დანიშნა.
პარლამენტი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე, ოქტომბერში განიხილავს და დაამტკიცებს.
22 ივნისს აზერბაიჯანის სამართალდამცავების მიერ საზღვრის გადაკვეთისას ჟურნალისტ ქამრან მაჰმუდოვის დაკავებისა და საქართველოში გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ თბილისიდან გატაცებულ აფგან მუხტარლისთან მისი კავშირებია.
„ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ და ახლა რომელიმე ფილმში რას იტყვის რეჟისორი, ამაზე შეიძლება ჩვენი პროტესტი გავაგზავნოთ, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება სამწუხაროდ“,