
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა საბჭოთა კავშირიდან უკანონოდ გამოვიდა და ის პროცედურები არ გაითვალისწინა, რაც იმ დროს არსებობდა.
ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ყირიმელი თათრების ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
პუტინმა ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნაც აღიარა, გავრცელებული ცნობით ჯემილევი გუშინ სიმფეროპოლიდან მოსკოვში სპეციალურად ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ გაემგზავრა. ნახევარსაათიანი მოლაპარაკების დროს მან რუსეთის ლიდერს აცნობა, რომ ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას აღიარებენ და საზღვრების გადახედვის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რაზეც პუტინმა ჯემილევს ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდა.