"ოფიციალური" სოხუმი იაცენუკს აკრიტიკებს

Image

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ უკრაინის პრემიერ–მინისტრი არსენ იაცენუკი გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი იაცენუკის მიერ აფხაზეთში არსებული სიტუაციის ნეგატიური შეფასება გახდა.

 

 

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იაცენუკი „სპეციალური კოორდინატების სისტემაში“ არსებობს, სადაც „ექსტრემიზმის ბოგინი და ფაშისტი მკვლელების ქმედებები“ მოწონებულია.

 

განცხადების თანახმად, იაცენიუკის მიერ აფხაზეთში არსებული სიტუაციის აღწერა „საეჭვოდ გავს იმ ბოროტი განზრახვის მქონე სიცრუეს, რომელსაც აფხაზეთის შესახებ ავრცელებს საქართველოს ყოფილი ვაი–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“. „როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის, რომ ეს დისკრედიტირებული და ყველგან საძულველი, მათ შორის მშობლიურ საქართველოში, ადამიანი მრჩევლის როლში მიეკედლა უკრაინის „რევოლუციურ“ მთავრობას“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ.

 

„გვინდა შევახსენოთ არსენი იაცენიუკს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის პატარა, თუმცა შემდგარი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ყალიბდება ლეგიტიმური კონსტიტუციური გზით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით, და არა შეიარაღებული გადატრიალებებით და „მაიდნებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე წერია, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, აფხაზეთის ეკონომიკა 13%–ით იზრდება ყოველწლიურად.

 

„მოსახლეობის შემოსავლები 450%–ით გაიზრადა. კიევის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეთნიკურ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას ჩვენს ქვეყანაში მოწიწებით ექცევიან. შოვინისტური პრინციპები აფხაზეთისთვის მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აფხაზეთის პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვადასხვა ჯგუფებმა ასევე გამოთქვეს მხარდაჭერა რუსეთის ქმედებების მიმართ უკრაინაში.

 

„არსებულ ვითარებაში, ავტონომიური რესპუბლიკის (ყირიმის) ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად აირჩიონ საკუთარი ბედი და ნახევარკუნძულის პოლიტიკური სტატუსი ხალხების და ერების თვითგამორკვევის უნივერსალური უფლების შესაბამისად“, – აცხადებს სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყება.

 

ეს განცხადება იაცენუკის 11 მარტს უკრაინის პარლამენტში გამოსვლის სიტყვას მოჰყვა.

 

იაცენუკმა აფხაზეთი ახსენა ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას და განაცხადა, რომ აფხაზეთში დომინირებენ კრიმინალური ბანდები, ხდება ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა. მისი თქმით, იქ ადამიანებს „არ აქვთ სამსახური, ხელფასი და უსაფრთხოება“.

 

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს დაპირებული ფინანსური დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოუყო და ეს ნაწილიც კი სეპარატისტულ ხელისუფლებაში მყოფმა კრიმინალებმა მოიპარეს, ყირიმი მსგავს ბედს არ იმსახურებს,- განაცხადა არსენ იაცენუკმა.

 

Civil.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !