
სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა, აფხაზეთს 15 მილიონი დოლარი გამოუყოს. ეს შეთანხმებულია 2013 წლიდან მიმდინარე პროგრამის კოორდინატორისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრების დროს.
გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორი ნილს სკოტი ალექსანდრე ანქვაბმა 2013 წლის განმავლობაში არაერთხელ მიიღო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საგარე საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ განცხადება არც ერთხელ არ გაუვრცელებია, შესაბამისად, უცნობია, გაერო აფხაზეთისთვის თანხის გამოყოფას ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით აპირებს თუ ეს ქმედება შეთანხმებულია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
სააგენტო "აფსნიპრესი" აღნიშნავს, რომ სკოტმა ე.წ. პრეზიდენტს აცნობა იმის შესახებ, რომ გაერო მზადაა 2014 წელს გამოყოს 15 მილიონი დოლარი - აფხაზეთში განსახორციელებლი პროექტებისთვის.
„აფსნიპრესის" თანახმად, სკოტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა გაიზარდოს, თუკი უშუალოდ აფხაზეთის ხელისუფლება მიმართავს გაეროს დონორ სახელმწიფოებს და დაარწმუნებს მათ აფხაზეთისთვის დახმარების გაწევის აუცილელებლობაში.
ანქვაბმა სტუმარს რუსეთის დახმარებით აღდგენილი ობიექტები დათვალიერება და უთხრა: „აი, ესაა კონკრეტული დახმარება.“
„მე მსურს, რომ გაეროს პროექტებმა აქ რეალური კვალი დატოვოს,“ -მოჰყავს აფხაზურ სააგენტოს სკოტის სიტყვები.