
15 მარტს თბილისში, პარლამეტის ყოფილი შენობის წინ, 19:00 საათზე აქცია–კონცერტი STOP RUSSIA! გაიმართება.
"რუსეთმა თავისუფალ სამყაროს ომი გამოუცხადა. ფრონტის ხაზი უკრაინასა და საქართველოზე გადის. დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. შევაჩეროთ რუსეთი. STOP RUSSIA! გავაგონოთ ჩვენი ხმა მსოფლიოს. შევიკრიბოთ 15 მარტს 19:00 საათზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ!", – ნათქვამია აქციის პრომოში.