-
2014-03-13 12:43
საქართველოს პრემირმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განათლების კუთხით დაგეგმილ ახალ პროექტებზე ისაუბრა:
„მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ყოველთვის შევახსენოთ მოსახლეობას ის, თუ რას ვაკეთებთ და რა გაგვიკეთებია. რაც შეეხება განათლებას, ეს არის ის, რაც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და პოგრესული სახელმწიფოების რიგში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში ამაღლდეს განათლების ხარისხი. მე განათლების კუთხის ამაღლების მხრივ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
მე გადავწყვიტე, რომ ავაშენოთ სტუდენტთა საცხოვრებლები, რეგიონიდან ჩამოსული, ასევე სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სტუდენტებისთვის. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. შექმნილი იქნება აბსოლუტურად ყველა პირობა იმისთვის, რომ სტუდენტმა საკუთარი ნიჭიერების რეალიზება მოახერხოს.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმ.