ამ წუთებში თბილისის მთავარ პროკურატურაში გურამ დონაძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც დონაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა , მას იგივე პროკურორი დაუკავშირდა, რომელიც ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს.
,,აზერბაიჯანი და სომხეთი ვერასდროს შეთანხმდნენ ყარაბაღის საკითხზე. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი იქნება, ის შევუერთოთ რუსეთს, ამით სომხეთი არ დარჩება განაწყენებული და აზერბაიჯანელებიც მიიღებენ ამ აზრს, რადგან ყარაბაღი არც სომხეთს დარჩება, არამედ გახდება რუსთის ნაწილი,“- ამის შესახებ რუსეთის ,,ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული და გირაოთი გაათავისუფლეს, დღეს შემდგარი დაკითხვის შემდეგ ისევ დააკავეს.
პოლონეთში ორი ბელორუსი აგენტი დააკავეს, რომლებიც რუსეთისთვის მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" თსუ-ში სტუდენტებთან პრემიერმინისტრის შეხვედრაზე სიუჟეტი მოამზადა. ახალგაზრდებმა ირაკლი ღარიბაშვილს მწვავე შეკითხვებიც დაუსვეს.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინტბამ უკრაინელი ჟურნალისტების დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა. მან გამოცემა LifeNews-თან დაადასტურა ჟურნალისტების დაკავებისა და დაკითხვის შესახებ დილით გავრცელებული ინფორმაცია.
მას შემდეგ, რაც 11 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე სოფლებში მყოფთა გამოსაზამთრებლად უცხოური ფონდების მიერ გამოყოფილი 200 ლარი პარტიული ნიშნით გაიცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეცდომა აღიარა.
„ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მომავალ კვირაში გააფორმოს“, - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ვარშავაში პოლონეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში გახშირებული ქურდობის ფაქტების შესახებ "ფეისბუქზე" "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიოზაციის გვერდი იტყობინება.
"კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, შეიძლება იყოს თუ არა კარგი ექიმი?"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქობალიამ ჰკითხა.