
„დიდი შვიდეულის“ სამიტი სოჭის ნაცვლად შესაძლოა ლონდონში გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟძი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამიტის ლონდონში გამართვის ინიციატორად დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ამ შეთავაზებას, „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს.
კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა "დიდი რვიანის" სამიტისთვის მზადება უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო შეწვყვიტეს.