
პრორუსული აქციის მონაწილეები და ყირიმის თავდაცვითი ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავენ.
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ასახულია თუ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რუსეთის ფედერაციის რიგებში შესვლის მომხრემ მოხუც ქალბატონს.