-
2014-03-16 18:52
სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სევასტოპოლში სამხედრო-სამედიცინო ცენტრის ბლოკადა განხორციელდა.
„ცენტრიდან სამივე გამოსასვლელი ბლოკირებულია, თავდასხმები ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიღწეული შეთანხმების თანახმად 21 მარტამდე რუსი სამხედროები ყირიმში უკრაინულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმას აღარ განახორციელებდნენ“, - წერს ტიმჩუკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26