-
2014-03-16 18:43
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 60 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, იგორ ტენუხის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ მისადგომებთან რუსი სამხედროებისგან დაკომპლექტებული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების შექმნა მიმდინარეობს.
„უკრაინის ჩრდილოეთ, ცრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში რუსი სამხედროებისგან დაკომპლექტებული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების შექმნა მიმდინარეობს. შედეგად გრძელდება პროვოკაციები, რაც „ყირიმის სცენარის“ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე განმეორებას ემსახურება“, - განაცხადა მინისტრმა.