-
2014-03-16 19:01
რუსეთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დაურეკა და ყირიმის რეფერენდუმის კანონიერებაში დარწმუნება სცადა.
პუტინის განცხადებით, ყირიმში რეფერენდუმი ყოველგვარი საერთაშორისო ნორმის დაცვით ტარდება. რუსეთის ფედერაციის ლიდერმა ანგელა მერკელს განუცხადა, რომ რუსეთი აღიარებს ყირიმის მოსახლეობის არჩევანს.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობით, ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში რადიკალების გააქტიურების გამო.
ვლადიმირ პუტინის პრესსამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უპასუხა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს.