ნატალია პოკლონსკაია, რომელსაც ყირიმის უმაღლესმა რადამ პროკურორის მოვალეობის შესრულება დააკისრა, განაცხადა, რომ კიევში მაიდანთან ახლოს ცხოვრობდა და რეზინის საბურავების კვამლმა ყელი გამოუწვა.
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოქმი, რომელიც მას გამოუგზავნეს, "აბსურდულად და არაპროფესიონალურადაა" შედგენილი. ოქმი 2013 წლის 5 მარტით თარიღდება.
მამაკაცი დაჭრეს ვარკეთილში. რამდენიმე დაპირისპირებულ მხარეს შორის შელაპარაკება 35 წლამდე ასაკის მამაკაცის დაჭრით დასრულდა.
ყირიმი თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა - უმაღლესმა საბჭომ ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გაიხსენა, როგორი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასაწყისი მისთვის.
„ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას აძლევდნენ, ქვეყნის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობა უნდა დაიცვან“, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ტრიბუნიდან უკრაინის პრემიერმინისტრმა, არსენი იაცენუკმა განაცხადა.
კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე „ქართლი.ჯი“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი წასვლის შემდეგ რეგიონში უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი და ამიტომ, დაბრუნება გადაწყვიტა.
ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ერი ბუვე სამსახურებრივ მოვალეობას მრავალ კონფლიქტის ზონაში ასრულებდა.
უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დონის როსტოვში რიგით მეორე შეხვედრა გამართა მედიასთან. ამჯერად მან მხოლოდ განცხადება გააკეთა და ჟურნალისტები წინასწარ გააფრთხილეს, რომ კითხვებზე პასუხი არ იყო გათვალისწინებული.
უკრაინის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დონის როსტოვში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. შეკითხვები გათვალისწინებული არ არის.