-
2014-03-16 20:20
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
მინისტრებმა არსებული კრიზისის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გერმანული მხარის ინიციატივით, 16 მარტს სერგეი ლავროვსა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას მინისტრებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, ასევე, ისაუბრეს ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმზეც. მინისტრებმა იდეები გაცვალეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უკრაინის კრიზისის დარეგულირება“, - ნათქვამია განცხადებაში.