
უკრაინის პრემირმინისტრის, არსენი იაცენუკის განცხადებით, ყველა ვინც სეპარატიზმსა და განხეთქილებას მხარს უჭერს, პასუხისგებაში იქნება მიცემული:
"უკრაინის სახელმწიფო იპოვის სეპარატიზმისა და განხეთქილების ყველა მომხრეს, რომლებიც ახლა რუს სამხედროებს ამოფარებულები ცდილობენ, უკრაინის თავისუფლება გაანადგურონ. ჩვენ ყველას ვიპოვით, იქნება ეს ერთი თუ ორი წლის შემდეგ, პასუხისგებაში მივცემთ და უკრაინისა და საერთაშორისო სასამართლოებში გავასამართლებთ. ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ. მსოფლიოში არ დარჩება არც ერთი ადგილი, სადაც შეძლებენ, თავი მშვიდად იგრძნონ და რუსეთი მათ არ დაიცავს", - განაცხცადა იაცენუკმა.