-
2014-03-16 15:52
„საფრანგეთმა გადახედა რუსეთთან თანამშრომლობის პირობებს და გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ფედერაცია შესაბამის ზომებს არ მიიღებს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გაატაროს“, - ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა Reuters-ს განუცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმი არაკანონიერია და საფრანგეთი 17 მარტს გადახედავს, ორ ქვეყანას შორის დაგეგმილ შეხვედრას თავდაცვის მინისტრების დონეზე. ეს შეხვედრა კი შესაძლოა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არსებულ დაძაბულობას არ დააბალანსებს.
ოლანდმა ასევე იმ სამხედრო სანქციებზეც ისაუბრა, რაც შესაძლოა სამხედრო გემების რუსეთისთვის მიყიდვას ეხებოდეს:
„როცა ვსაუბრობთ სანქციების დაწესებაზე, რა თქმა უნდა სამხედრო სანქციებიც იგულისხმება, რაც მესამე ეტაპს ითვალისწინებს“, - განაცხადა ოლანდმა.