ევროკავშირმა ყირიმის რეფერენდუმი არალეგიტიმურად გამოაცხადა

Image

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ყირიმის რეფერენდუმის თაობაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

 

როგორც ევროკავშირის 28 ქვეყნის მთავრობების სახელით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი თვლის, რომ რეფერენდუმის ჩატარება ყირიმის მომავალ სტატუსზე უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. 

 

"რეფერენდუმი არაკანონიერი და არალეგიტიმურია და მისი შედეგები არ იქნება აღიარებული. კრიზისიდან გამოსავალი გზა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრი შესრულების ჩარჩოებში.

 

მხოლოდ ერთად მუშაობით, დიპლომატიური პროცესის მეშვეობით, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით უკრაინისა და რუსეთის მთავრობებს შორის, შევძლებთ კრიზისიდან გამოსავალი გზის მოძებნას. ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ევროპის კონტინენტზე და ის გააგრძელებს ამ მიზნების მიღწევას ყველა არსებული საშუალების გამოყენებით.

 

ჩვენ კვლავ ვგმობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას და მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი შეიარაღებული ძალები კრიზისამდე არსებულ რაოდენობამდე დაიყვანოს და მოახდინოს მათი გადაყვანა მუდმივი დისლოცირების ადგილზე, როგორც გათვალისწინებულია სათანადო ხელშეკრულებებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !