აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს მოუწოდებს, გარეული ცხოველების ბაზრობები სამუდამოდ დახუროს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1854 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1854 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1749 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 შეადგინა.
საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა.
კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და საკარნტინო მოთხოვნებს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები არ იგეგმება.
„საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გორში, ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ეს სენსიტიური თემაა, თუმცა საკუთარ პოზიციას ამის თაობაზე ყოველთვის დააფიქსირებს.
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დაფიქსირებულმა შემთხვევებმა 1548-ს მიაღწია.
„გირჩის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ბრიტანეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე, ისე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.