
დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის. თითქმის 1.5 - კილომეტრიანი ასტეროიდი, სახელწოდებით 52786 (1998 OR2) 1998 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწას დღეს თითქმის 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს. ნასა-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს სააგენტო თითქმის 20 წელია აკვირდება.
მეცნიერები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ ასტეროიდი, მიუხედავად მისი პოტენციური საშიშროებისა, დედამიწის ორბიტას არ მიუახლოვდება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2078 წლისთვის, აღნიშნული ასტეროიდის ჩავლის მანძილი წლევანდელთან შედარებით დაახლოებით 3.5-ჯერ შემცირდება.