საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

>>>

ახალციხეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში. „ახალციხის კლინიკა იმედში“ მოთავსებულ შუახნის მამაკაცის ანალიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი.

>>>

ამირან გამყრელიძე - ტესტირების გარდა ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც სიტუაციას ვაკონტროლებთ

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შესაძლოა, იმაზე მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული 456 ადამიანია, თუმცა მათი გამოვლენა იმის გამო ვერ ხდება, რომ საყოველთაო ტესტირება არ ტარდება.

>>>

ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია

კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია. სამართალდამცველები მას ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს.

>>>

ირაკლი კობახიძე - ოპონენტების, მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების კრიტიკა, პანდემიის დროს პოლიტიკური მოროდიორობაა

პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა, პანდემიის დროს პოლიტიკური მოროდიორობაა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

>>>

მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი მიიღეს

მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი შევიდა – იუწყება გამოცემა The Hill.

>>>

აშშ-ის მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სახლში შეეძლებათ

აშშ-ის მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება სახლში შეეძლებათ. როგორც თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელმა, სტეფან ჰანმა განაცხადა, პრეზიდენტის დავალებით, ავტორიზაცია გაიარა პირველმა ტესტმა, რომლის გაკეთებაც აშშ-ის მოქალაქეებს სახლის პირობებში შეეძლებათ.

>>>

ესპანეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 378 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 378 ადამიანი დაიღუპა, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალია.

>>>

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო - ირანის ზოგიერთ პროვინციაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მოჰამედ მეჰდი გოუიას თქმით, ზოგიერთ პროვინციაში კოვიდ-19-ის ხელახლა გავრცელების ნიშნები ჩანს.

>>>

თენგიზ ცერცვაძე - ბათუმში გამოყენებული ერთ-ერთი მიდგომით პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს, თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარი იქნებ

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო. ოთხი პაციენტიდან სამს Covid 19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?