27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.

>>>

პრემიერი - ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

>>>

პრემიერი - 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს - 25 ლარით

2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს 25 ლარით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

>>>

მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება

საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

>>>

გიორგი გახარია - კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული არანაირი რეცეპტი, გარდა სოციალური დისტანციის დაცვისა

დღეს კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ არ არსებობს მეცნიერულად, აკადემიურად დასაბუთებული არანაირი რეცეპტი, წამალი, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების და მობილობის შემცირებისა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა კორონავირუსთან ბრძოლის სამი თვე შეაჯამა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გაკეთებულა, ეხებოდა მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. მისივე თქმით, სახელისუფლებო გუნდი ვირუსთან ბრძოლის პროცესში, პირველ რიგში, პროფესიონალების რჩევებს ეყრდნობა.

>>>

ბოლო 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.

>>>

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. ე.წ. მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელი „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ უნდა წარადგინოს.

>>>

შსს ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. 

>>>

ტრამპის ვარაუდი - რას შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში ვირუსი შეაკავოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს.

>>>

ბოჭორიშვილის კლინიკაში მარნეულიდან 2 ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ დღეს მარნეულიდან 2 ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. მისი განმარტებით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამ დროისათვის 6 არასრულწლოვანი კოვიდინფექციაზე მკურნალობას განაგრძობს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებლად ფასდება. სოლოღაშვილის თქმით, დღეს  კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !