მარინა ეზუგბაია - ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

Image

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

“დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა და მთლიანობაში არის 168. პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი. ჩვენს ცენტრში 42 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 63 გვყავს. გუშინ სამი პაციენტის განმეორებით ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და სამივემ დატოვა კლინიკა. 42 პაციენტიდან უმეტესის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია, ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება, როგორ მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, 6-დან 1 არის თეთრიწყაროს შემთხვევა, 3 საკარანტინე სივრცედან და მათგან 1 ჩვენთანაა, ეს არის ბოლნისის კლასტერიდან და ორის წყარო არის დაუდგენელი და გრძელდება ახლა ამ წყაროს მოძიება. ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !