ჩეხეთი საკუთარი მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ქვეყანა ევროკავშირის პირველი წევრია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე საზღვრები გახსნა. გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოჟტეჩმა გაახმოვანა.
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „გილეადის“ მიერ დამზადებულმა პრეპარატმა „რემდესივირმა“, რომელიც ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ საუკეთესოდ მიიჩნევა, პირველი სრული კვლევა ვერ გაიარა.
საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობა.
ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც არ დარჩება ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით, არამედ მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ და შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ის არაფარმაცევტული ღონისძიებები, რომლებიც არის მოწოდებული მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენაზე განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მხარს უჭერს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. როგორც მან გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, თბილისის მერიას მზად აქვს იმ ოჯახების სრული ბაზა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. კალაძის თქმით, მერია მზად არის ამ პროექტის გატარების პროცესში მენეჯმენტი განახორციელოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შედგომი გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა: სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. პირველი სამი წესი სავალდებულოა, მე-4 - რეკომენდირებული.
ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის საკმაოდ ფუნდამენტური კვლევით, კორონავირუსის დაახლოებით სამი ტიპი გამოიყო: A, B, C , - ამის შესახებ მან, ფარმაცევტულ კომპანია Servier Georgia-ს Facebook გვერდზე ლაივ ჩართვის დროს განაცხადა.