მომღერალი, ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს , რომელიც თავად გადაიღო.
საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
„სიენენის“ ცნობით, მაიამიში ათობით ათასმა მოქალაქემ „კოვიდ-19“ ისე გადაიტანა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ მაიამის მერმა, კარლოს გიმენეზმა განაცხადა.
28 აპრილს, სპეციალური ავიარეისით ქართველი მეზღვაურები თბილისიდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან, დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი – სამშობლოში დაბრუნდებიან.
„ფეისბუქმა“ ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი „მესენჯერ რუმსი“ წარადგინა.
„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოს სასიკეთოდ გამოიყენა და ამავდროულად, ხელს უშლის, რომ უკრაინას გამოადგეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხელების ცენტრებიდან და რუხის საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 23 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონოდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას „ინტეფაქსი“ ავრცელებს. კალაშნიკოვის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.
ფინეთის პრემიერმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა კორონავირუსის შესახებ მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საერთოდ არ გავაკეთოთ ტესტები და საერთოდ გაქრება კორონავირუსი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის დაფიქსირება იმით არის განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.