
ქალაქ როვნოში რამდენიმე საათის წინ შტურმი „ბერკუტის“ ბაზაზე სპეცრაზმელების დანებებითა და იარაღის დაყრით დასრულდა.
თავდაპირველად „ბერკუტმა“ იარაღი გამოიყენა და აქტივისტებს იგერიებდა, თუმცა შემდეგ სპეცრაზმის წევრებმა იარაღი დაყარეს და გამოვიდნენ. აქტივისტებმა მათ კორიდორი შეუქმნეს და გაატარეს.