
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, დღემდე ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 3 116 680 ადამიანს დაუდასტურდა.
ამასთან, „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელება დღემდე 928 712-მა ადამიანმ შეძლო.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს უკვე 217 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია.
ევროპის მასშტაბით კი, ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა, დაინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა კი, ესპანეთში დადასტურდა.