
მთავრობის დადგენილების მიხედვით, "სუფთა სახლს" ეკონომიკური საქმიანობის უფლება აღუდგა.
შესაბამისი ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც ფუნქციონირება არ ეზღუდებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შპს "სუფთა სახლიც" დაემატა.
მთავრობის დადგენილება ძალაში 28 აპრილიდანაა.
ცნობისთვის, "სუფთა სახლის" მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 აპრილს დაიხურა, რადგან მათ არ ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება.