მიმდინარე წლის 15 მაისს ქალბატონმა ე. პ. სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ნოსტეს ქართული ქათმის ხორცპროდუქტების შესახებ.
ხსენებულ განცხადებაში იგი საქარველოს მოსახლეობის ფართო მასებს მოუწოდებდა არ შეიძინონ ნოსტეს პროდუქტები, რადგან მათი ჯანმთელობისთვის ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
აღნიშნულ ინციდენტზე საზოგადოების მხრიდან დაფიქსირებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია „ჯი პი პი“-ს ხელმძღვანელობა თავს ვალდებულად თვლის მომხმარებლებს მიაწოდოს სწორი და დასაბუთებული ინფორმაცია მომხდარის გარშემო.
8 მაისს, ქ-ნ ე. პ.-სგან მივიღეთ წერილი ელ. ფოსტაზე შინაარსით, რომ მისი სამი მცირეწლოვანი შვილი მძიმე მოწამვლის გამო მოთავსებული იყო იაშვილის სახელობის საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდათ სალმონელოზი. მისივე შეფასებით ქ-ნი ე. პ. აღნიშნულს უკავშირებდა 30 აპრილს შეძენილი ნოსტეს ხორცპროდუქტების მოხმარებას. თუმცა მის მიერ მოწერილ ინფორმაციას თავშივე გამორიცხავდა ის გარემოება, რომ ნოსტეს ხორცპროდუქტების წარმოებაში დანერგილია პროდუქტის წარმოების პროცესის არაერთი ჯვარედინი კონტროლის სისტემა და მათ შორის არის პროდუქტის ყოველთვიური, ნებაყოფლობითი დამატებითი ლაბორატორიული ანალიზი, რომელიც მიმდინარე თვეშიც ჩატარდა და მიღებული პასუხები, როგორც ყოველთვის, ადასტურებს ხორცპროდუქტების სიჯანსაღეს.
ქ-ნმა ე. პ.-მ პარალელურად მიმართა სურსათის უვნებლობის სამსახურს მოთხოვნით გადაემოწმებინათ ნოსტეს ხორცპროდუქტების ხარისხი, რაზეც მყისიერი რეაგირება მოახდინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული იქნა ნოსტეს საფირმო მაღაზიიდან ხორცპროდუქტების ნიმუშები და გაიგზავნა მათ ლაბორატორიაში გადასამოწმებლად. მიღებულმა ლაბორატორიულმა შედეგებმა გამორიცხა სალმონელას ბაქტერიის არსებობა ხორცპრპოდუქტებში და კიდევ ერთხელ დაადასტურა ნოსტეს წარმოების ქართული ქათმის ხორცპროდუქტების სიჯანსაღე. სამწუხაროა, რომ ქ-ნი ე. პ. არ დაელოდა ხსენებული პასუხების მიღებას და სოციალური ქსელის საშუალებით მაქსიმალურად მძაფრი, უარყოფითი შეფასებები გაავრცელა მტკიცებით ფორმაში ყოველგვარი საფუძვლის/დასაბუთების გარეშე.
ქ-ნი ე. პ.-ს მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა საზოგადოების ფართო ფენების ღელვა და მძაფრი შეშფოთება გამოიწვია. სწორედ ჩვენი მომხმარებლების სიმშვიდის და კეთილდღეობის მიზნით, განცხადებას თან ვურთავთ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. ასევე ვაზიარებთ ინფორმაციას, თუ როგორ კონტროლდება ყოველდღიურად ნოსტეს საწარმოებში არსებული პროცესები. ყველა სამართლებრივ ზომას მივმართავთ, რომ ერთეული ადამიანების არაკეთილსინდისიერი ქმედებები რომლებიც ჩვენი მომხმარებლების და ფართო საზოგადოების კეთილდღეობას არ ემსახურება, მაქსიმალურად აღკვეთილი იყოს და არ დარჩეს პასუხს გაუცემელი.





დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ:
ნოსტეს საწარმოებში ხორციელდება ბროილერის მეხორცული ჯიშის ფრინველის ინკუბაცია, ზრდა, გამოკვება და სასიცოცხლო ციკლის უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი.
საწარმოები სრულად აღჭურვილია ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველის ზრდისთვის საჭირო სუფთა და ჯანსაღ გარემოს.
ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია საკვების თანამედროვე შესანახი სილოსებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის საკვები მარცვლეულის სისუფთავეს და მისთვის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებას.
ნოსტეს ფრინველის საკვები არის სრულად მცენარეული - საიდანაც ძირითად ნაწილს სიმინდი წარმოადგენს, ხოლო რაციონის მცირე ნაწილი შედგება სხვადასხვა მარცვლეულისგან რომლებიც მდიდარია მცენარეული ცილებით, მაგნიუმით, რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით. აღნიშნული წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტის წარმოების გარანტს.
მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის ნოსტეს საწარმოებში, ასევე საფირმო მაღაზიებში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP.
ნოსტეს წარმოება თანამონაწილეა ICARS (საქართველოს გარემოს დაცვისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის გადაწყვეტილების საერთაშორისო ცენტრი) პროექტის, რომელიც მიზნად ისახავს მოხდეს ანტიბიოტიკების გამოყენების მაქსიმალური შემცირება ფრინველის საკვებში.
დაკვლამდე ფრინველს უტარდება მიკრობიოლოგიური ანალიზი და მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდგომ ხორციელდება მათი გადაყვანა სასაკლაოზე.
საწარმოში მიმდინარე სრული პროცესი მკაცრად კონტროლდება ყოველდღიურად სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან გამოყოფილი ვეტერინარის მიერ, რომელიც ნოსტეს საწარმოებში ადგილზე ახორციელებს მიმდინარე პროცესების დეტალურ კონტროლს.
ნოსტე - წარმოება, სადაც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქტის ხარისხი, სიჯანსაღე და უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია.
